სამართლებრივი ინფორმაცია ბიზნესების შესახებ

გამოიყენეთ ფილტრები, რათა შედარების ცხრილს დაამატოთ კონკრეტული სამართლებრივი ფორმა.
ბიზნესის წარმოების მიზანი
Both profit and non-profit
For-profit
Non-profit
მიზანი
რეგიონი
Armenia
Belarus
Georgia
Germany
Italy
Norway
Republic of Moldova
Russia
Slovenia
Turkey
Ukraine
ქვეყანა
ინდივიდუალური მეწარმე
არასამერწარმეო იურიდიული (არაკომერციული) პირი
სამეწარმეო საზოგადოება
მიმოხილვა
ბიზნესის წარმოების მიზანი
For-profit
Non-profit
For-profit
მინიმალური საწესდებო კაპიტალი
საქმიანობის შესაბამისობა სპეციალურ პირობებთან
კანონის თანახმად, ფიზიკური პირიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. სოციალური მეწარმეობის შემთხვევაში, საქმიანობა შეიძლება განისაზღვროს როგორც სოციალური სარგებლის მომტანი ეკონომიკური საქმიანობას.
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც კანონით არ არის აკრძალული მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა სარეგისტრაციო დოკუმენტებით გათვალისწინებული. თუმცაღა გასათვალისწინებელია, სარეგისტრაციო დოკუმენტებით საქმიანობის მიზნის/მიზნების განსაზღვრა, რადგან მას მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აიიპ სარგებლობს თავისუფლება უნარიანობით, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევებს, როცა განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია ამ საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება. კანონმდებლობა აიიპ-ს აძლევს უფლებას ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, თუმცაღა მნიშვნელოვანია, შემდეგი საკითხების გათვალისწინება: 1) სამეწარმეო მიზნების მქონე სუბიექტი არ უნდა დაფუძნდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით; 2) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სადამფუძნებლო მიზნების მიღწევის დამხმარე საშუალებას უნდა წარმოადგენდეს; 3) მოგების განაწილება დამფუძნებლებს და წევრებს შორის სამართლებრივად შეუძლებელია.
სამეწარმეო საზოგადოება ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. სოციალური მეწარმეობის შემთხვევაში, საქმიანობა შეიძლება განისაზღვროს როგორც სოციალური სარგებლის მომტანი ეკონომიკური საქმიანობას.
ძირითადი სამართლებრივი აქტები
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ (26/06/1997, N786), საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (28/10/1994, N577), „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანება).
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ (26/06/1997, N786), საქართველოს კანონი „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ (08/06/1999, N2059), საქართველოს ორგანული კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“ (30/11/2018, N3825-Iს) , საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (28/10/1994, N577), საქართველოს ორგანული კანონი „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ (14/11/1997, N1103), „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანება), საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები“ (საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილება).
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (28/10/1994, N577), საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“(26/06/1997, N786), „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანება), საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები“ (საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N509 დადგენილება).
მხარდაჭერის ზომები
ფინანსური მხარდაჭერა
სახელწმიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, საგრანტო კონკურსი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით; ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტი; საქართველოს ბანკი "Women Startup"; თიბისი ბანკი - ბიზნეს სესხი ქალი მეწარმეებისთვის; თიბისი ბანკი - სტარტაპ სესხი საწარმოსთვის.
დონორი ორგანიზაციებიდან გრანტების და შემოწირულობების მიღების შესაძლებლობა. ყველაზე გავრცელებულია ევროკავშირის, "პური მსოფლიოს“ (Bread for the World BFtW), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (Swedish International Development Cooperation Agency (Sida) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Danish International Development Agency DANIDA) მიერ მხარდაჭერილი პროგრამები. აღნიშნულ პროგამებს ახორციელებენ ორგანიზაციები: CSRDG, CENN, ევროპის ფონდი. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“; მიკროსაფინანსო კომპანიის "კრისტალის" საჭიროებებზე მორგებული მოქნილი „სოციალური კრედიტი“ სოციალური მეწარმეებისთვის.
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საგრანტო კომპონენტი
საგადასახადო შეღავათი
მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე ვრცელდება სპეციალური, შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს. იმ შემთხვევაში თუ მეწარმე ფიზიკურ პირს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი (მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს), იგი სარგებლობის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.
სოციალური მეწარმეობის შემთხვევაში, აიიპ იბეგრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საგადასახდო კოდექსისათვის აიიპ-ის სამეწარმეო საქმიანობა ითვლება ეკონომიკურ საქმიანობად (მიუხედვად იმისა, რომ იგი დამხარე ხასიათის შეიძლება იყოს). თუ აიიპ არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მას აქვს გარკვეული შეღავათები (დღგ, გრანტი ქონების გადასახადი, მოგების გადასახადი).
არა
სოციალური დაზღვევის შენატანებზე შეღავათები
არა
არა
არა
უპირატესობები სახელმწიფო შესყიდვებში
არა
არა
არა
საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა
სოციალური მეწარმეობის შემთხვევაში, ტრენინგების, კონსულტაციების და აქსელერაციის პროგრამების სახით, მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ, ძირითადად, შემდეგი ორგანიზაციები: CSRDG, ევროპის ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA) Impact Hub, არბაითერ სამარიტერ ბუნდი (ASB Georgia), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა..
სოციალური მეწარმეობის შემთხვევაში, ტრენინგების, კონსულტაციების და აქსელერაციის პროგრამების სახით, მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭერას, ძირითადად, უწევენ შემდეგი ორგანიზაციები: CSRDG, ევროპის ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), Impact Hub, არბაითერ სამარიტერ ბუნდი (ASB Georgia), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
სოციალური მეწარმეობის შემთხვევაში, ტრენინგების, კონსულტაციების და აქსელერაციის პროგრამების სახით, მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭერას, ძირითადად, უწევენ შემდეგი ორგანიზაციები: CSRDG, ევროპის ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), Impact Hub, არბაითერ სამარიტერ ბუნდი (ASB Georgia), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
მხარდაჭერის სხვა სახეები

დაამატეთ მეტი მასალა

შეიტანეთ წვლილი საზოგადოებაში, გამოგვიგზავნეთ ბმულები, კურსები და ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გვაქვს