რომან არანინი, გამომგონებელი, მეწარმე, აქტივისტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალური აღჭურვილობის ქარხნის «Observer» აღმასრულებელი დირექტორი, კალინინგრადი, რუსეთი
რომანი სარატოვის მხარეში დაიბადა. ის კალინინგრადის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა «კოვჩეგი» («კიდობანი») საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. პროფესიონალი მფრინავი და სამხედრო პენსიონერი, ასევე მფრინავი მანქანებისადმი სიყვარულის გამო, მას «თვითმფრინავ-ადამიანი» შეარქვეს.
2014 წელს ის გახდა რუსეთის ეროვნული კონკურსი «სოციალური მეწარმე»-ს გამარჯვებულთა შორის. ბატონმა არანინმა დააარსა პირველი რუსული კომპანია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურ აღჭურვილობას აწარმოებს. ამამდე თითქმის ყველა ელექტრო ეტლი, უფრო რთული პროდუქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, იმპორტირებული იყო და ფასად მიუწვდომელი.
«გადაწყვეტილება შემთხვევით მოვიდა», — იხსენებს რომანი «ფირმის საიდუმლოებები» ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, — «გასაყიდად რაიმეს კეთების ფიქრიც კი არ მქონია!» ის ეტლით ზღვისკენ მიდიოდა. ჩამოსვლა ციცაბო იყო. რომანი დაეცა და ნახევრად ცხვირი გაიტეხა. როგორც წესი, ეტლის მოძრაობისას სიმძიმის ცენტრი გადაადგილდება და დამბლადამხვდარი ადამიანი ვარდება, განმარტავს რომანი.
თავდაპირველად მან თაივანის ერთ-ერთი ქარხნიდან თავისთვის ეტლი შეუკვეთა. შემდეგ, როდესაც ინტერნეტში მისი მაღალტექნოლოგიური ეტლის ვიდეო გამოჩნდა და პოტენციური კლიენტების მოთხოვნები დაიწყო, მან გადაწყვიტა ახალი ბიზნესი შეექმნა ეტლების საწარმოებლად და გასაყიდად.
ეს რუსეთისთვის სრულიად ახალი თემა იყო, ამიტომ ნულიდან დაიწყო. არანინის თქმით, მისი ბიზნესი ძლიერ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლის შესაძენად სახსრებს გამოუყოფს. სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით გაყიდვები გაიზარდა. კალინინგრადის მხარის ხელისუფლებაც მხარს უჭერს არანინის ბიზნეს და სოციალურ პროექტს.
2012 წელს რამდენიმე სხვა აქტივისტთან ერთად არანინმა დაიწყო სოციალური ინიციატივა «კოვჩეგი» — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის სათავეშიც დღემდე დგას. 3 წელია კალინინგრადის მერის დაქვემდებარებული გენერალური საბჭოს წევრია.




