ფერჰან თურჰანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამსაქმებელი კომპანიის დამფუძნებელი — “GEKO – Disabled Entrepreneurs Cooperative”

საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, ფერჰანმა დააფუძნა ბიზნესი, რათა უზრუნველეყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სრული და ეფექტური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამავე დროს ხელი შეეწყო გარემოს დაცვაში.
ნახეთ ისტორია

ფერჰანმა 2015 წელს დააფუძნა „GEKO – Disabled Entrepreneurs Cooperative“. კომპანიის საქმიანობა ბიოორგანული ვერმიკომპოსტის წარმოებაზეა ორიენტირებული. ისინი ასევე აწარმოებენ ნერგებს და ყიდიან ორგანულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. როგორც მისი ბევრი თანამშრომელი, ფერჰანსაც აქვს ფიზიკური შეზღუდვა. დღეს კომპანიაში ათი ადამიანი მუშაობს.

დასაწყისში ფერჰანმა მიიღო İŞKUR-ის მეწარმეობის გრანტი. მომდევნო სამი წლის განმავლობაში İŞKUR კომპანიას მხარს უჭერდა. ეს დაეხმარა როგორც მის განვითარებას, ისე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასაც.

ფერჰანს მოსწონს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან მუშაობა და საკუთარ თავს უფრო კოლეგად აღიქვამს, ვიდრე უფროსად. ბიოორგანული პროდუქტების წარმოებით გარემოს დაცვის საქმეში წვლილის შეტანის შესაძლებლობა მას დიდ კმაყოფილებას ანიჭებს.

 

0 comments
You might also like

დაამატეთ მეტი მასალა

შეიტანეთ წვლილი საზოგადოებაში, გამოგვიგზავნეთ ბმულები, კურსები და ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გვაქვს