ალა ბოჩკოვსკაია — ბლოგერი, პროთეზის საფარვლების წარმოების თანადამფუძნებელი, მოსკოვი, რუსეთი
ალა მოსკოვში მცხოვრები ახალგაზრდა დედაა. ავტოავარიაში მძიმე დაზიანების შემდეგ მან გადაწყვიტა არ დანებებოდა და ნორმალური ცხოვრება გაეგრძელებინა. სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა მისი ბიზნესისა და ახალი ცხოვრების საფუძველი. ერთხელ, ახალი პროთეზების მიღებისას, მას გაუჩნდა იდეა — თქვა უარი ქაფის საფარველზე, რომელიც მოუხერხებელი, მიუმხვდომი და გამოსაყენებლად უსიამოვნო იყო. გარკვეული პერიოდი ის საფარველის გარეშე, მხოლოდ პროთეზით დადიოდა. ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე საფარველი იყო, ყველა — ძალიან ძვირი. მისი მთავარი იდეა იყო საფარვლები ხელმისაწვდომი, გამოსაყენებლად მარტივი და, რა თქმა უნდა, ესთეტიკურად მიმზიდველი გაეხადა. ალა ამბობს, რომ რუსეთში ბევრ ადამიანს პროთეზის ტარება სირცხვილად მიაჩნია. თავის მისიას ის ხედავს ერთი მხრივ — შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დამოკიდებულების, მეორე მხრივ კი — საზოგადოების ზოგადი გარემოს შეცვლაში. სხვა ინვესტორთან ერთად ის მართავს მცირე ბიზნესს, სადაც პასუხისმგებელია პროთეზის საფარვლების ესთეტიკურ ნაწილსა და მარკეტინგზე. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ჯერ კიდევ დასაწყისშია, მას კარგი პერსპექტივები და ზრდის პოტენციალი აქვს. ის ასევე აქტიურია როგორც მოტივატორი და კოუჩი, აწარმოებს ბლოგს და პირადი მაგალითით ამტკიცებს სხვებისთვის, რომ ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობით არ არის დაბრკოლება თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისთვის.















