ბურჰან ორალი — ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც ამარტივებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოველდღიურ ცხოვრებასxy
ბურჰან ბურაკი არის „Virtual Nous Company“-ის დამფუძნებელი, რომელიც ქმნის ტექნოლოგიებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად. მას მრავალი წლის განმავლობაში უნდოდა მეწარმე გამხდარიყო. ამ სურვილის გამო, კოლეჯის წლებიდანვე ამჯობინებდა სტარტაპებში მუშაობას, ვიდრე კომპანიებში დასაქმებას. ბურჰან ბურაკს აქვს ფიზიკური შეზღუდვა.
საკუთარი გამოცდილებიდან მან იცის, რამდენად რთულია თურქეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრება.
კოლეჯში ის აქტიურად იყო ჩართული, როგორც შშმ სტუდენტთა ერთეულის წევრი, და შეძლო ბევრ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთან დამეგობრება. შემდეგ მან გააცნობიერა, რომ ხელოვნური ინტელექტისა და გამოსახულების დამუშავების ტექნოლოგიები მათ ცხოვრებას გაამარტივებდა. TÜBİTAK-ის (თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის ინსტიტუტი) მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამიდან გრანტის მიღების შემდეგ, მან შეძლო კომპანიის დაფუძნება. TÜBİTAK-ის პროგრამა მხარს უჭერს კომპანიებს, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებსა და სერვისებს ავითარებენ, სხვა მეწარმეების ტექნოლოგიასა და ინოვაციაზე ორიენტირებული ბიზნესიდეების შეფასების გზით. TÜBİTAK-ის გარდა, მან ოფისისა და მენტორინგის მხარდაჭერაც მიიღო იაშარის უნივერსიტეტის Minerva Incubation Center-ისგან.
მიუხედავად არაპროგნოზირებადი შედეგისა, ბურჰან ბურაკი არ დანებდა და აგრძელებდა მცდელობას. მას სჯერა, რომ ზედმეტად მაღალი მოლოდინები ყოველთვის იმედგაცრუებას იწვევს, და ამან შეიძლება ადამიანს საკუთარი ნამდვილი პოტენციალის მიღწევაში შეუშალოს ხელი. სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იდეა მას შთააგონებს, რომ უწინდელზე კიდევ უფრო მეტი ძალით გააგრძელოს მუშაობა.




